სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში მოსწავლე ახალგზარდობის სასახლე გაიხსნა

2016-06-14 19:35:00

ქალაქ ზუგდიდში მოსწავლე ახალგზარდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული შენობა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ გახსნეს.

სასახლის რეაბილიტაციისთვის მთლიანობაში 1 288 090 ლარი დაიხარჯა.

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 40-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

მთლიანად განახლდა სასახლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ახალი სცენა, გათბობის და კონდიცირების სისტემები, შენობა ადაპტირებულია შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასახლის დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და სასცენო ეფექტებით.

გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა შეკრებილებს მიმართა და მათ თანამედროვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გახსნა მიულოცა. ლევან შონიამ ახალგზარდებს განუცხადა, რომ "ჩვენ თქვენთვის გვაქვს კიდევ ერთი სიურპრიზი, ძალიამ მალე თქვენ გექნებათ ახალი ტექნოინოვაციების პარკი და ის პრემიერის გადაწყვეტილებით ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდება".

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო