ახალი ამბები
მარტვილში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
2016-06-13 17:54:00
მარტვილის მუნიციპალიტეტში , შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხონი-მათხოჯი-მარტვილის საავტომობილო გზის მე-13 კმ-ზე, მდ. ნოღელაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტი, რომლის ღირებულებამ 527 750 ლარი შეადგინა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.
სამუშაოზე დასაქმებული იყო 10 ადამიანი.
აღნიშნული სამუშაოს რეაბილიტაციის შედეგად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ტურისტები განახლებული და კომფორტული საავტომობილო ხიდით ისარგებლებენ.