ახალი ამბები
ნახევარფინალში გუბერნატორის ადმინისტრაცია და აბაშის მუნიციპალიტეტი გავიდნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდებს შორის მერვედფინალის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა. თამაშის შედეგად ნახევარფინალში გუბერნატორის ადმინისტრაცია და აბაშის მუნიციპალიტეტი გავიდნენ.
მერვედფინალში ერთმანეთს საჯარო მოხლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შემდეგი შემადგენლობით შეხვდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტი - ფოთის მუნიციპალიტეტი, გუბერნატორის ადმინისტრაცია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. თამაშის შედეგად გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 10-8 დაამარცხა, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტმა, ფოთის მუნიციპალიტეტის გუნდს 6-4 სძლია.
შეხვედრას „ჯემ-ფესტის“ პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოში მყოფი ევროპის სხავადსხვა ქვეყნის ჟურნალისტები, ფესტივალის ორგანიზატორები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის მერვედფინალი „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა. ნახევარფინალში გასული გუნდები ერთმენეთს 18 ივნისს შეხვდებიან, ფინალური შეხვედრა კი 19 ივნისს გაიმართბა.
საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაა.
ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.