ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებს შორის საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური შეხვედრები გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდების ჯგუფური შეხვედრები დასრულდა. მერვედ ფინალში გუბერნატორის ადმინისტრაციის, ჩხოროწყუს, აბაშის, ფოთის და ხობის გუნდები გავიდნენ. ჯგუფურ შეხვედრებში ყველაზე მეტი ქულა გუბერნატორის ადმინისტრაციამ მოიპოვა (8 გოლი). შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოდგენლები ესწრებოდნენ.
დღეს კი ერთმანეთს საჯარომოხლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შემდეგი შემადგენლობით შეხვდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ფოთის მუნიციპალიტეტი - სენაკის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ზუგდიდი - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, გუბერნატორის ადმინისტრაცია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი - მარტვილის მუნიციპალიტეტი.
საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ჯგუფური შეხვედრები, „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა. მერვედ ფინალის შეხვედრები კი აქ ხვალ 14:00 და 15:30 საათზე გაიმართება. ნახევარფინალში გასული გუნდები ერთმენეთს 18 ივნისს შეხვდებიან, ფინალური შეხვედრა კი 19 ივნისს გაიმართბა.
საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაა.
ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.