ახალი ამბები
ფოთში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2016-06-10 17:25:00
ქალაქ ფოთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედნისა და ხიდის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალი" ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249, 999 ლარი იხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება.