სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქვესადგურ „ხორგა“-ს მშენებლობა დასრულდა

2016-06-03 22:19:00

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმელჰან-კაიალარიდა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიახობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დასრულების  საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტი 2015 წლის ივლისში დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 220/110კვ ქვესადგურის მშენებლობა, რამაც გააძლიერა დასავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანესი კვანძი „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“.

პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 11,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Siemens“-ი აწარმოებდა. პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას, პერსპექტივაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურებიდან ახალი სიმძლავრეების გატარებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში.

„მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო თავის ბუნებრივ რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას უბრუნდება. ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი, დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ინტერესები და ეს  საწინდარია ქვეყნის სწრაფად ფეხზე დადგომის, ეს ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოების. მსგავსი პროექტების დახმარებით და რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი მეგობრების თუ  პარტნიორების თანადგომით და თანამშრომლობით, სულ მალე ვიქნებით ისეთი ქვეყნის შემოქმედები, როგორისკენაც ათეული წლებია ილტვის თითოეული ჩვენგანი”-განაცხადა კახა კალაძემ.

“მინდა აღვნიშნო, რომ ქვესადგურის მშენებლობა განხორციელდა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად. ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი  გეგმა მიზნად ისახავს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას.მათ შორის,  მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: ,,მარნეული 500“-ის და ,,ქსანი 500“-ის  აგრეთვე, ,,ახალციხე-ბათუმის“ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხოლო 2017 წელსჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა. ახალი ენერგოობიექტები ხელს შეუწყობს საიმედო, ევროპული ტიპის ელექტროგადამცემი ქსელის შექმნას, ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვას,შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებსდაგაზრდის ეკონომიკას” -განაცხადა სულხან ზუმბურიძემ და განსაკუთრებული მადლობა გვერდში დგომისათვის, მხარის გუბერნატორს ლევან შონიას გადაუხადა. ზუმბაძის განცხადებით, გუბერნატორი აქტიურად ჩართულია და მათ გვერდით დგას არამარტო „ხორგას“, არამედ სხვა პროექტების განხორციელების დროს.   

   

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო