ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
2016-05-28 12:15:00
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი (გასაუბრება) მიმდინარეობს.
კონკურსი აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2016 წლის 4 მაისს გამოაცხადა.
კონკურსის მეორე ეტაპზე სულ 18 განაცხადი შემოვიდა, აქედან მეორე ეტაპზე 11 აპლიკანტი გადავიდა, გასაუბრებაზე კი 4 მათგანი გამოცხადდა.
გასაუბრებას ეტაპს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისისს თავმჯდომარე - კობა ქანთარია (გუბერნატორის პირველი მოადგილე), კომისიის თავმჯდომარის მაოდგილე - მაკა ფიფია (გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში) და კომისიის წევრები: ნუგზარ გაბელია (გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე) ესწრებოდნენ.
კონკურსანტების გასაუბრების მონიტორინგი ხორციელდება აუდიო ჩაწერით.