ახალი ამბები
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე მშვიდობიანი მსვლეობით აღინიშნა
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად მშვიდობიანი მსვლელობით აღინიშნა. მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობა დაგმო.
„მშვიდობის აქციას“ აფხაზი ეროვნების მოქალქეებიც შეუერთდნენ და შეკრებილებთან ერთად ოკუპაცია და ძალადობა დაგმეს.
სიმბოლური აქციის დასრულების შემდეგ გამსახურდიას ძეგლიდან დადიანების სასახლის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების პირველამა პირებმა, სტუდენტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო, ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.