ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო.
ზუგდიდში, ოთხოზორიების ოჯახში, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.