ახალი ამბები
პლონეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მარტვილში იმყოფებოდა
მარტვილის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის, კერძოდ, ჩარნკოფის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები: ჩარნკოფის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მონიკა პიოტროვსკა, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანუსზ ვიელგოსზი და დელეგაციის სხვა წევრები.
მარტვილის მუნიციპალიტეტსა და ჩარნკოფის მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.შედგა სამუშაო შეხვედრა, მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს სხვადასხვა სფეროებში და სამომავლო გეგმებიდაისახეს.
მარტვილში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩარნკოფის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მონიკა პიოტროვსკამ დამარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ სოფელ ნაჯახაოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნეს.პოლონელმა სტუმრებმა ახალ საბავშო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში 35 აღსაზრდელი ირიცხება. პროექტის ფარგლებში გადაიხურა შენობა, სრულად გამოიცვლა კარ-ფანჯრები , გარემონტდა ხუთი ოთახი, შეიღება გარე ფასადი, შესრულდა ელ. სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტები .
პროექტის ღირებულებამ 39680 ლარიშეადგინა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
ოფიციალური დელეგაცია მარტვილში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ მარტვილის ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერეს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსდაესწრნენ.