ახალი ამბები
გუბერნატორმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებრარედ, შეიარაღებული პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„დასანანია, რომ ძალღონით-სავსე, პატრიოტი ვაჟკაცი მოგვიკლს. ის არ შეეგუა უსამართლობას, მედგრად დადგა შეიარაღებულების წინაშე, გიგა ოთხოზორია ჩვენი დროის გმირია, მისი შვილები ყოველთვის იამაყებენ მამის განვლილი ცხოვრებით. ტკივილი რაც დღეს ოთხოზორიების ოჯახშია, არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. ვგმობ ამ საზარელ მკვლელობას! ხელისუფლება ამ ოჯახის გვერდითაა“ - განაცხადა ლევან შონიამ.
გუბერნატორთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.