სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნენსკრაჰესის საკითხზე ჭუბერის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2016-05-16 13:17:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, პროექტის ინვესტორის „ქეი ვოთერისა“ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ჭუბერში შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას და განვითარებას შეეხება. 

ჭუბერის მოსახლეობამ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს. 

გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, „ნენსკრაჰესის აშენებაში ინვეტორი 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გარდა მშენებლობის პროცესისა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ოპერირების პროცესშიც, რაც მთავარია ინვესტორი იღებს ვალდებულებას ადგილობრივების გადამზადება მოახდინოს. ასევე ინვესტორი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ სოციალურ საჭიროებებს თავად მოსახლეობა მიაწვდის მათ“ - აღნიშნა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის ტექნიკურ დეტალებზე განმარტებები გააკეთეს ინვესტორის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ადგილობრივების მცირე ნაწილი „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მეტი ნდობისთვის მოსახლეობის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს ჰესის შესახებ არსებული ყველა კვლევა და დოკუმენტაცია გადაეცემა.

280 მგვტ.-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური მდინარე ნენსკრაზე შენდება. პროექტის ინვესტორია კორეული კომპანია „ქეი ვოთერი“, სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ ქართულ სამშენებლო კონსორციუმ „ჯისისისთან“ ერთად ახორციელებს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო