ახალი ამბები
მიღება ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
2016-05-09 14:29:00
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, ქალაქ ზუგდიდის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ვეტერანთა ანსამბლის წევრებს მერიაში უმასპინძლეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებს საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ, ვერეტანებისათვის გამოგზავნილი საგანგებო მისალოცი ბარათი გადასცეს.
შეხვედრაზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ომის წლები და მათ მიერ განვლილი გზა გაიხსენეს. შეხვედრის დასასრულს ვეტერანებს საჩუქრები გადაეცათ.