ახალი ამბები
ლევან შონია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს შეხვდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
„ის რაც თქვენ, მომავალი თაობებისთვის გააკეთეთ ფასდაუდებელია, თქვენ გამოიარეთ წარმოუდგენლად რთული დღეები და იბრძოლეთ ბოროტების დასამარცხებლად. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც წინ აღდგენენ ამ ბოროტებას გაწირეს ყველაზე საუკეთესო რამ - სიცოცხლე, რითაც შეაჩერეს ფაშიზმი“ - აღნიშნა ლევან შონიამ.
ომში მონაწილეები გუბერნატორმა ზუგდიდის გამგებელთან ერთად მოინახულა და მათ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პერსონალური მილოცვა გადასცა. ვეტერანებს მთავრობა 600 ლარს ჩაურიცხავს, ზუგდიდის გამგობა კი 1000 ლარს გადასცემს.
ლევან შონიამ დღესვე მეორე მსოფლიო ომში მონაწილე გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, მათი საფლავები და ობელისკები კი გვირგვინებით შეამკო.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 67 ვეტერანი ცხოვრობს.