სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოზარ სუბარი სამეგრელოში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

2014-09-22 14:23:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი, მამუკა ცოტნიაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო  რწმუნებულის-გუბერნატორის მოდგილე კობა ქანთარია სამეგრელოს რეგიონში დევნილებს შეხვდნენ.

მინისტრი ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ჭითაწყარის და ახალსოფლის ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. „დილიდან დავდივართ სამეგრელოს რეგიონში, ვიყავით აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, ახალსოფელში. მოვინახულეთ 9 დევნილთა ჩასხლება და 3 ახალი მშენებლობა. სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა 320 ოჯახისათვის. 8 კორპუსი უკვე დამთავრებულია და კიდევ 62 ოჯახისათვის 2 ახალი კორპუსი შენდება. მშენებლები პირობას გვაძლევენ, რომ საახალწლოდ ყველაფერი დამთავრებული იქნება, მათ შორის აღნიშნული 2 ახალი კორპუსის მშენებლობაც. მოპირკეთდება ეზოც. მშენებლობა მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ბანკის დახმარებით. მართლაც ხარისხიანი მშენებლობაა. ეს, რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების ძირითადი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. აღნიშნულ 320 ოჯახს კიდევ ემატება 42 ოჯახი, რომლებისთვისაც ბინები ახალსოფელში შენდება და ზუგდიდში, 38 ოჯახისათვის რეაბილიტაცია ყოფილ საბავშვო ბაღს უტარდება.“-განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა. დევნილების მთავარ მოთხოვნებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება, ობიექტების გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების გამართვა წარმოადგენს. აღნიშნული ობიექტების დიდ ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა ხელისუფლების დროს ჩაუტარდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ყველა შენობა ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ყველა იმ ფართის პირად საკუთრებაში გადაცემა, რომლებსაც დევნილი ოჯახები მართლზომიერად ფლობენ. გარდა ამისა, სამინისტრო დევნილ ოჯახებს გაზმომარაგების კომპანიებთან შუამდგომლობას გაუწევს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დევნილთა ჩასახლებების თანადაფინანსებით გაზიფიცირება.

სოზარ სუბარი ზუგდიდში, ფაიფურის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა. მინისტრმა პირადად მოინახულა კომპაქტურ ჩასახლება „კარავი1“-ში 40 დევნილი ოჯახის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ისინი 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, დევნილების საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადია. აღნიშნული 40 ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად, ახლადრეაბილიტირებულ ობიექტზე მიიღებს ბინას.

სამეგრელოს რეგიონში ვიზიტისას, მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის ობიექტების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზუგდიდში ოთხსართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 320 დევნილი ოჯახი მიიღებს.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა ახალსოფელში ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ბინას 42 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. ზუგდიდში ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება ბაგა-ბაღის შენობასაც, სადაც 38 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო