ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ათივე მუნიციპალიტეში დასუფთავების აქცია ჩატარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში , რეგიონის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა ქუჩები, მდინარეების და ზღვის სანაპირო ზოლები. ანაკლიაში შტორმის დროს დაბინძურებული სანაპიროს დასუფთავების აქციაში სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, Gem Fest-ის მოხალისეები და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ.
გუბერნატორმა სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მსგავსი აქციები პერნამენტულად უნდა ჩატარდეს, საჯარო მოხელეებთან ერთად დღეს აქ სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა რაც ნამდვილად მისასალმებელია და სამაგალითო. ჩვენ ყველა უნდა ვზრუნავდეთ საკუთარ ქუჩაზე, ქალაქზე, რეგიონზე, ქვეყანაზე. ყველა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური დღედაღამ მუშაობს, მათი შრომა დაუფასებელია, ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად“ განაცხადა გუბერნატორმა.
დასუფთავების აქციის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა სტუდენტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილთან ერთად ანაკლიაში დაგეგმილი პროექტები გააცნო „ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მალე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყება, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ არ გახვიდეთ რეგიონიდან და აქ დასაქმდეთ, ძალიან მალე ასევე აქ დაიწყება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც ასევე თქვენ ადგილობრივები დასაქმდებით“ - განაცხადა გუბერნატორმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა სტუდენტებს სამოქლაქო აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.
გუბერნატორი ლევან შონია დასუფთავების აქციის ჩატარედისინიციატივით სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 18 აპრილს გამართულ შეხვედაზეგამოვიდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მაშინ გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში „დასუფთავების აქციების“ ორგანიზება სთხოვა.
► ფოტორეპორტაჟი ერთად დავასუფთავოთ რეგიონი