ახალი ამბები
განმუხურის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ტექნიკური დეტალები განიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში
განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის, ტექნიკური დეტალები კომპანია „ბლექსსირივერას“ წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
სასტუმროს მშენებელ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური დეტალების და ასევე ადგილზე არსებული წყალმომარაგების, ელექტრო ენერგიის და გაზის კომუნიკაციების რესურსის განხილვა მოხდა. რის შემდეგაც „ბლექსსირივერას“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სასტუმროს პროექტი გააცნეს. ახალი სასტუმროს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.
შპს „ბლექსსირივერა“სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. რომლისსაწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.
საინვესტიციო პროექტის მიხედვით ,,ბლექს სი რივერა“სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებსმოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.
ახალ სასტუმროში ადგილობრივები დასაქმდებიან, მშენებლობის დასრულებამდე კი მათი გადამზადება მოხდება.