სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკში ახალი ქარხანა აშენდება

2016-04-18 22:18:00

სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4" სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება - პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.

პრემიერთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამამუშავებელი და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სახელით, ბიზნესმენს მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო