ახალი ამბები
მარტვილში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინო - ლეცავე - ბალდის დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზის ა/ბეტონის საფრის დაგება მიმდინარეობს.
სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია.
გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 1,704,877.70 ლარია.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
სამშენებლო სამუშაოებზე, ჯამში, 70 ადამიანი დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. გზის საფარის რეაბილიტაციის გარდა, ობიექტზე მოეწყობა გზის დამხმარე ნაგებობები.