ახალი ამბები
რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, კონფლიქტისპირა სოფელ რუხში 220-ადგილიანი, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო-სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე, საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი (150ტ) კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი და საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2017 წლის თებერვალში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო.