ახალი ამბები
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს ზუგდიდში
9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში. გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს და ზუგდიდში 9 აპრილის მემორილი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ზუგდიდის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალ მუნიციპალიტეტებში ხელმძღვაელი პირები თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
9 აპრილთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.