ახალი ამბები
ლევან შონია: 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის
„დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავისუფლებას. 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის, მათი გმირობა მისაბაძია არამხოლოდ ახლა, ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც. 9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო. 1989 წლის აპრილის საშინელ ღამეს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა, მარტვილის მკვიდრი აზა ადამია შეიწირა, რომელიც ჩვენი დროის გმირია. აზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ის მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. მე ქედს ვიხრი აზა ადამიას დედის წინაშე გმირი შვილის აღზრდისთვის და ქედს ვიხრი ყველა იმ გმირების ოჯახების წინაშე ვინც 27 წლის წინ თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“.
ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი