ახალი ამბები
ფრანგი ბიზნესმენები სამეგრელოში მეცხოველეობის დარგში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ
ფრანგი ბიზნესმენები სამეგრელოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. კონკრეტულად კი ინვესტორთა ჯგუფი რეგიონში მესაქონლეობის განვითერებითაა დაინტერესებული. დარგის პოტენციალი, ინვესტორთა ჯგუფს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ და მისმა მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ გააცნეს.
ჩხოროწყუში მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივებზე ინვესტორებს, ჩხოროწყუს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდოამარე ესაუბრნენ. ფრანგმა ბიზნესმენებმა ასევე დაათვალიერეს სენაკში არსებული მეცხოველეობის ფერმა და მის მუშაობას გაეცნენ.
დეტალური შესწავლისთვის, ინვესტორთა ჯგუფი უახლოეს მომავალში, დარგის ექსპერტებთან ერთად აპირებს რეგიონს ეწვიოს.