ახალი ამბები
დეპუტატებმა და გუბერნატორმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს
ზუგდიდში, პარლამენტის წევრებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ
დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ გვირგვინებით შეამკეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის ახლადაშენებულ პარკში მდებარე ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.
ზვიად გამსახურდიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. ყოველწლიურად, 31 მარტს ადგილობრივები პირველი პრეზიდენტის ძეგლთან იკრიბებიან, ყვავილებით ამკობენ და პატივს მიაგებენ.
31 მარტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.