ახალი ამბები
კონფლიქტისპირა სოფელ შამგონაში ახალი საავტომობილო გზა გაკეთდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამგონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტირებული გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებში სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერებითა და საგზაო ნიშნებით აღიჭურვა. გზის ორივე მხარეს გაყვანილ იქნა ბეტონის სანიაღვრეები, რაც გზის დატბორვას და რეაბილიტირებული ასფალტის დაზიანებას გამორიცხავს.
კონფლიქტისპირა სოფლის ცენტრალური გზის მონაკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს მიერ იქნა დაფინსებული და სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა. აღდგენილი გზის მონაკვეთი 2,448 გრძივი მეტრია და მის რეაბილიტირებაში 936 487,71 ლარი დაიხარჯა. გზის რეაბილიტაცია მაღალი სტანდარტებით შესრულდა და მომხმარებლებისთვის მგზავრობა კომფორტული გახდა.