ახალი ამბები
ფოთში რუსთაველის რკალზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
2016-03-25 11:10:00

ფოთში, რუსთაველის რკალზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ხელოვნური გრანიტის ფილები დაიგო ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,Enginering Servis Compani'' ახორციელებს.
რუსთაველის რკალის ტროტუარების აღდგენა-კეთილმოწყობის პროექტის სარეალიზაციოდ, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა 1.369.997 ლარი გამოყო. სამუშაოები სრულად სექტემბრის თვეში დასრულდება.