სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიში ჩააბარა

2016-03-21 18:38:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა. ლევან შონიამ არასამთავრობო სექტორს რეგიონში 3 წლის განმავლობაში განხორცილებული პროექტები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. შეხვედრას სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსიც ესწრებოდა.

რეგიონში 3 წლის განმავლობაში 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 632 მილიონი ლარი დაიხარჯა. გუბერნატორმა შეკრებილებს 2016 წლის გეგმებიც გააცნო, მათგან მსხვილ პროექტებად ანაკლიის პორტი, ზუგდიდის წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობა და ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია დასახელდა.

2016 წელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალგაზრდულ წლად გამოცხადდა. წელს რეგიონში 3 სპორტის სასახლე აშენდება, ასევე დაგეგმილია ტექნოინოვაციური პარკის მშენებლობა, რომელიც ზუგდიდში განთავსდება. გუბერნატორმა პარკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონს ტექნოინოვაციური პარკი ახალ სიცოცხლეს შესძენს.

არასამთავრობო ორგანიზაციაბმა კითხვები ძირითადად რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე და დაგეგმილ საზაფხულო ფესტივალებზე დასვეს. კითხევბი ფოთის ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაციაზეც დაისვა, რაზე გუბერნატორმა განაცხადა რომ ხიდის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. არასამთავრობოებმა კითხვები ანაკიის პორტზეც დასვეს, მათ შორის ხომ არ ემუქრება პრობლემა კოლხეთის ეროვნული პარკის ფლორას და ფაუნას, რაზეც ლევან შონიამ უპასუხა, რომ პორტის მშნებლობის პროექტის გათნავლისწინებით კოლხეთის ფლორას და ფაუნას საფრთხე არ ემუქრება. კითხვები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გარემოს ადაპტირებასაც შეეხო, რაზეც სამხარეო რწმუნებულმა განაცხადა, რომ ყველა ახალ პროექტში გათვალისწინებულია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და ასევე მიმდინარეობს ადრე აშენებულ შენობებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ლევან შონიას განცხადებით, მოხდება შშმ პირთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობა. სახელმწიფო რწმუნებულს კითხვა ზუგდიდის თეატრზეც დაუსვეს, გუბერნატორის განცხადებით, „ზუგდიდი იმსახურებს თანამედროვე სტანდარტების მქონე თეატრის შენობას, რისი ღირსიც ადგილობრივი საზოგადოებაა, ამისთვის მუშაობა მიმდინარეობს და ზუგდიდის იტორიული თეატრი აუცილებლად ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მანამდე კი დასს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ახლადგარემონტებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შექნება“. შეხვედრაზე არასამთავრობოთა ნაწილი ინიციატივით გამოვიდა შეიქმნას დევნილთა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აქტიურად ჩაერთვება დევნილთა პრობლემების ინდენტიფიცირებასა და მათ მოგვარებაზე, ინიციატივა გუბერნატორმა დადებითად შეაფასა და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე გუბერნატორს ზუგდიდში სამარშუტო ტაქსების მძღოლების მიერ გამართულ აქციაზეც დაუსვეს კითხვა, ლევან შონიამ აღნიშნა, რომ მას როგორც გუბერნატორს არ სურს კერძო კომპანიების დავაში ჩაერთოს, თუმცა კონკურენცია განვითარების ერთადერთ გზად დაასახელა. შეხვედრამ სამ საათზე მეტ ხანს გასტანა.

არასამთავრობოებთან გუბერნატორის ანგარიშს გუბერნატორის მოადგილე, ქალაქის მერი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და მოადგილე ესწრებოდნენ.

გუბერნატორმა ანგარიში უკვე ჩააბარა სტუდენტებს, სამომავლოდ კი ანგარიშის ჩაბარება სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში იგეგმება.

 

ამავე თემაზე: 

სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის საქმიანობის 3 და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო