სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სალხინო- ლეცავე -ბალდას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

2016-03-18 17:23:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზას, რომელსაც რეაბილიტაცია 35 წელია არ ჩატარებია. 

გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მარტვილის მუნიციპალიტეტში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, ვინაიდან, აღნიშნული გზა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება სამი სოფლის მოსახლეობისთვის საავტომობილო მიმოსვლა.

გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 1,704,877.70 ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. 

სამშენებლო სამუშაოებზე, ჯამში, 70 ადამიანი დასაქმდება და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. გზის საფარის რეაბილიტაციის გარდა, ობიექტზე ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო