ახალი ამბები
გუბერნატორი ცენტრალური ბაზრის საკითხზე მხარეებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ და შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება სთხოვა.
„სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ ორივე მხარემ და განმუხტოთ ბაზარში არსებული სიტუაცია. ახლა უმთავრესია იქ მოვაჭრე ადამიანები არ დაზარალდენ და მიეცეთ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების საშუალება“, განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.
შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ და შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე მოვაჭრეებთან დროებით ხელშეკრულებას გააფორმებენ.
შეხვედრას ზუგდიდის მერიის, ქალაქის საკრებულოს, სამხარეო და საპატრულო პოლციიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.