ახალი ამბები
ფოთში სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
2016-03-18 15:57:00
ქალაქ ფოთში სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად არხების მოწყობა დუმბაძის ქუჩაზე აქტიურად ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 1 480 000. 00 ( ერთი მილიონ ოთხასოთხმოცი ათასი ) ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,ალისა'' აწარმოებს.
სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.