ახალი ამბები
წალენჯიხის გამგებლის ვიზიტი გერმანიაში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით ჭიჭინაძე, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგ ან დერ ჰაველში იმყოფებიან. ქართულ დელეგაციას გერმანიაში მეგზურობას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია უწევს.
დელეგაციის წევრები ქალაქ ბრანდებურგ ან დერ ჰაველის მერს დიტლინდ თიმანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრისას ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა გერმანელ კოლეგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები გააცნეს და მათ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება სთხოვეს. საუბარი შეეხებო როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ, ასევე ინდუსტრიულ განვითარებას და ამავდროულად მოსახლეობის ამ პროცესში ჩართვას. ბრანდებურგ ან დერ ჰაველის მერმა და შეხვედრაზე დამსწრე საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქართველ კოლეგებს და მათ მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. წალენჯიხის გამგებელს გერმანელმა კოლეგამ დაგეგმილ სამუშაოებში მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლოდ ორ ქალაქს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების სურვილი გამოთქვა.