ახალი ამბები
გუბერნიაში მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიებთან შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, სადაც საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი გოჩა კანკავა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური უფროსი გელა სვირავა, სამხარეო ადმინისტრაციის იურისტი მაკა ფიფია, პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია და რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და შესაბამისი კომისიის უფროსები ესწრებოდნენ.