ახალი ამბები
ენგურის ხიდთან, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პატიმრების გაცვლა მოხდა
ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულმა მხარემ, აფხაზეთსა და ოსეთთან, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პატიმრები გაცვალა. პროცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი ქართულმა მხარემ, ოსეთს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.
ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი. სანაცვლოდ, კი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა და გერლიანი კობა; ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, მიხეილ ქრისტესიაშვილი, გრიგალაშვილი თეიმურაზ და ფუხაევი იგორ.