სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილში დევნილთა ჩასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოები მინისტრებმა და გუბერნატორმა დაათვალიერეს

2016-03-08 13:13:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მარტვილში 44 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.

მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება. მშვიდობის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში დევნილი ოჯახები ბუნებრივი აირის გარეშე 2010 წლიდან ცხოვრობენ.

გაზიფიცირების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, მინისტრები და გუბერნატორი დევნილებს გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილებს სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" გააცნეს და მასში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო