ახალი ამბები
ლევან შონიას სარვამარტო მილოცვა
2016-03-08 11:33:00
„ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. თითოეულ თქვენგანს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს შენების საქმეში. ქალს საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეჭირა ოჯახში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმიანობაში. გისურვებთ ულევ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია.