სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჟიული შარტავას ხსოვნას მინისტრებმა და გუბერნატორმა პატივი მიაგეს

2016-03-07 13:52:00

საქართველოს ეროვნულ გმირს - ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდებოდა. შარტავას მშობლიურ ქალაქ სენაკში, მისი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი გმირობით მაგალითი აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის. ჟიული შარტავას გმირობებზე თაობები აღიზრდებიან“ - განაცხადა გუბერნატორმა ლევან შონიამ.

ჟიული შარტავას ბიუსტის გვირგვინებით შემკობის შემდეგ მინისტრები და გუბერნატორი, იმ სკოლას და საკლასო ოთახს ეწვივნენ, სადაც საქართველოს ეროვნული გმირი სწავლობდა. დღესვე სენაკის ყველა საჯარო სკოლამ პირველი გაკვეთილი ჟიული შარტავას მოღვაწეობას მიეძღვნა.

დღეს, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს გუბერნატორის მადგილემ კახაბერ რუსიამ, სენაკის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სარდლობამ, ჯარისკაცებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო