სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2016-03-01 14:00:00

სენაკის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარების ფარგლებში მიმდინარე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგება. პარალელურად ქუჩის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები და მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა. პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები,სანიაღვრე არხები და 9 მეტრით გაფართოვდება ქუჩაზე არსებული 2 ხიდი.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს, 660 764 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 130 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ, რომლის ჯამური ღირებულება 1 446 336 ლარს შეადგენს, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების ქუჩა შეემატება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავამ დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო