სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კომპანია „Stimor Associates”-მ ცაიშში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო

2014-08-26 17:02:00

კომპანია „Stimor Associates”(სტიმორ ასოსიატეს) წარმომადგენლობამ 2014 წლის ივნისის თვიდან საქართველოში დაიწყო მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად უსაფრთხო სასათბურე მეურნეობის მშენებლობა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე. კომპანიის პარტნიორია სასათბურე მეურნეობის მშენებლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ებრაული კომპანია „ნეტაფიმი“. სათბურის გასათბობად კომპანია თერმულ წყლებს გამოიყენებს. მისი რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 6900 კუბური მეტრი იქნება.
პროექტის მენეჯერის, ვახტანგ კოპალეიშვილის განცხადებით, ცაიშის ტერიტორიაზე პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება მიმდინარეობს. „პირველი ეტაპი გულისხმობს 3ჰა ფართის სასათბურე მეურნეობის ამოქმედებას, რომელიც დასრულდება 2014 წლის ნოემბრის თვეში. პირველი პროდუქცია მიიღება 2015 წლის იანვრიდან. მეორე ეტაპი პარალელურად მიმიდინარეობს. ეს იქნება 2,5ჰა სათბური და დასრულდება თებერვლის თვეში. პროდუქციას მივიღებთ 2015 წლის მარტში. ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 30ჰა ფართობის სასათბურე მეურნეობის მშენებლობა საერთო ღირებულებით 30 მლნ დოლარი. დასაქმდება დაახლოებით 500 ადამიანი. კომპანიას განზრახული აქვს ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვგეგმავთ მოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ საქონელს. ჩვენი მიზანია ბაზრის მომარაგება ხარისხიანი ბოსტნეულით, ხოლო შემდეგ უცხოურ ბაზარზე გასვლაც.“-აცხადებს კოპალეიშვილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო