სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში საზეიმოდ დასრულდა

2014-04-19 14:51:00

16 აპრილს ქ. ხობში ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ჭადრაკში სამეგრელოს რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი საზეიმოდ დასრულდა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდა 6 მუნიციპალიტეტის 50 მოჭადრაკე. საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ: 8 წლმდე მოჭადრაკეთა შორის - თეიმურაზ კვიკვინია (ხობი), რომელმაც 9-10 წლის მოჭადრაკეებსაც სძლია. 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის - გიორგი ნაყოფია (ზუგდიდი). 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის - მაია ბეჭვაია (ზუგდიდი). ქალთა შორის საუკეთესო იყო მადონა ბოკუჩავა (ზუგდიდი), ხოლო ტურნირის ჩემპიონი გახდა ნიკა ღვამბერია (ფოთი). ჭადრაკის შეჯიბრში შპს „პრაიმ ბეტონმა“ დააწესა ორი პრიზი საუკეთესო მწვრთნელისთვის, რომელიც საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, ფიდეს არბიტრს - ირაკლი გეთიას გადასცა, ხოლო საუკეთესო ხობელი მოჭადრაკის პრიზი ლუკა შამუგიას ერგო. შეჯიბრში გამარჯვებულები საჩუქრებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილეებმა: დათო სარსანიამ და ხვიჩა ჟიშკარიანმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, გამგებლმა გოჩა ქაჯაიამ, შპს „პრაიმ ბეტონის“ წარმომადგენელმა თემური ნადარაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა გერმანე სალიამ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო არბიტრმა დავით კოდუამ. საპრიზო ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს. ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს მოჭადრაკეებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო