ახალი ამბები
„იდეების კონკურსი“ - შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი იდეების კონკურსის ფარგლებში რეგიონებში საინფორმაციო ტურს აგრძელებს.
27 თებერვალს ფონდის თანამშრომლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდნენ და „იდეების კონკურსის“შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ამავე სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.
„იდეების კონკურსი“19 თებერვლიდან – 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გარდა რეგიოენებში გამართული შეხვედრებისა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ყოველ ოთხშაბათს 14 საათზე იმართება.
კონკურსის მიზანიაახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.