ახალი ამბები
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი დაზარალებულ მუშებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის უფროსთან მამუკა ფიფიასთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამასახურის უფროსთან მალხაზ თორიასთან ერთად დაზარალებულ მუშებს შეხვდა, რომლებსაც რამდენიმეთვიან დავალიანებას ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უხდის.
ზუგდიდში ტროტუარების დაგების სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა გუბერნატორს და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნეს არსებული მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზამგები“ ზუგდიდის მერიამ თანხა დროულად ჩაურიცხა. კომპანიის წარმომადგენელი დღეს გამართულ შეხვედრას თავად ესწრებოდა და აღნიშნა, რომ მათ მუშების ხელფასი კვეკონტრაქტორ კომპანიას ჩაურიცხეს, რომელსაც მუშებისთვის ხელფასი უნდა გაეცა, თუმცა მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
„ჩვენა აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თქვენი დავალიანებების ჩარიცხვა, არავის აქვს უფლება თქვენი ნამუშევარი მიითვისოს, ამ ყველაფერს სამართალდამცავები მიხედავენ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდება თქვენი უზრუნველყოფა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი თქვენგანი არ დაზარალდეს და დროულად მიიღოთ კომპანია „ამი 2014“-ისგან თანხები, რომელიც მას ჩარიცხული ჰქონდა“ - განაცხადა შეხვედრის მიმდინარეობისას გუბერნატორმა.
შეხევდრას ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია ესწრებოდნენ.