სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში

2016-02-20 20:33:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესათან, მთავრობის სხვა წევრებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია გაიმართა.

უნივერსიტეტში სრული მზაობა გამოიკვეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული დუალური პროფესიული განათლების რეფორმის განსახორციელებლად, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ისე ადამიანური რესურსებითა და სწავლების ინოვაციური მეთოდებით.

დუალური პროფესიული განათლება გულისხმობს სწორედ, დამსაქმებლისა და კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში, სასწავლო პროცესის წარმართვას ორ სივრცეში, როგორც საწარმოო პრაქტიკის ობიექტზე, ისე უნივერსიტეტში. პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება კი, უზრუნველყოფს თეორიულთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას და დასაქმების მაღალ მაჩვენებელს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო