სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მთავრობის წევრებმა ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს

2014-08-10 12:20:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლეიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ 9 აგვისტოს ანაკლიაში, ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერეს. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წლის 24 ივლისს დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამჟამად, სამუშაოების 46,95% უკვე შესრულებულია.
ანაკლიაში ნაპირდამცავ ნაგებობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას კომპანია „მოდერნ ბიზნეს გრუპი“ ახორციელებს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და ჯამში 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კილომეტრ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს.
ნაგებობის მშენებლობის გარდა, ასევე იგეგმება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება. ნაპირგამაგრებასთან ერთად მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა. მთლიანობაში, სამ კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობაა დაგეგმილი.
პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 15,355,551.74 ლარია, მშენებლობის ვადა 9-10 თვეა. მთელი ამ პერიოდის განავლობაში მშენებელი კომპანია 50 ადამიანს დაასაქმებს, დასაქმებულების 80% კი ადგილობრივი მოსახლე იქნება.
პირველი ეტაპის ფარგლებში მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე ენგურის შესართავიდან მდინარე თიკორის შესართავამდე, საერთო სიგრძით 2600 მეტრი. პროექტის ფარგლებში მოხდება 6 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, ნაპირიდან 200-250 მეტრში. ნაგებობის საერთო სიგრძე 2160 მ, აქედან უშუალოდ 6 ტალღმტეხის საერთო სიგრძე 1700 მ, ტალღმტეხებს შორის დაცილება ჯამში 460 მ შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში მოხდება მდინარე ენგურის შესართავში არსებული ნავსადგურის მიმდებარე სანაპიროს გამაგრება ფლეთილი ქვებით 300 მ სიგრძეზე. ნაპირგამაგრებასთან ერთად მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა 2300 მ სიგრძესა და 60 მ სიგანეზე.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მეორე ეტაპის ფარგლებში მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე თიკორის შესართავიდან სამხრეთით (ქ.ფოთის მიმართულებით) საერთო სიგრძით 1500 მ.
სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდება 4 წყალქვეშა ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ასევე ბეტონის ტეტრაპოდებით ნაპირიდან 200-250 მეტრში. ნაგებობის საერთო სიგრძე 1470 მ. აქედან უშუალოდ 4 ტალღამტეხის საერთო სიგრძეა 1200 მ, ხოლო მათ შორის ჯამური დაცილება 270 მ. ნაპირგამაგრებასთან ერთად სამუშაოების მეორე ეტაპზეც მოეწყობა სანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟით, რომლის სიგრძე 1500მ სიგანე კი 60 მ იქნება.
მეორე ეტაპის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ლარი. მშენებლობის საორიენტაციო ვადა 7-8 თვეა.
ანაკლიის ნაპირგამაგრების პროექტის ავტორები „DOHWA Enginering“ და ასოციაცია „ჰიდროსფერო“ არიან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო