სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა

2016-02-18 17:12:00

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინიტრაციის შენობაში გაიმართა. სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული საჭიროებები და 2016 წელს დაგეგმილი სამუშაოები. სხდომის მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტების გამგეობებმა და სოფლის რწმუნებულებმა კომისიის წევრებს გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნეს.

დროიებითი საპარლამენტო კომისიის წევრებთან გიორგი ვოლსკისთან, პაატა ბარათაშვილთან, ფრიდონ საყვარელიძესთან, მალხაზ ვახტანგიშვილთან და გიორგი გაჩეჩილაძესთან ერთად სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფლიქტისპირა სოფლებში მოგვარდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა დაიგო ახალი გზები (ფახულანი, კოკი, შამგონა, ხურჩა, ორსანტია, ტყაია), განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები, მოხდა კონფლიქტისპირა სოფლების გაზიფიცირება (პროექტი გრძელდება), მოეწყო სტადიონები, სოფლის ცენტრები, აშენდა ხიდ-ბოგირები, აშენდა და გარემონტდა საბავშვო ბაღბი, სკოლები, გაიხსნა ახალი ამბულატორიები.

კონფლისქტისპირა სოფელ რუხში აშენდა თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობისთვისაც 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, რუხში ასევე აშენდა საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი, ცენტრი ასევე ფუნქციონირებს კონფლიქტისპირა სოფლელ ორსანტიაში. სოფელ რუხშივე მიმდინარეობს მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N 257 დადგენილებით შეიქმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია.

სამეგრელოს რეგიონში გამყოფ ხაზთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 (განმუხური, ორსანტია, კოკი, შამგონა, ხურჩა, რუხი, რიყე, ტყაია) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი (მუჟავა-ოლორი, პალური-ლია, ფახულანი-წყოუში, ფოცხოეწერი-ჭალე) მდებარეობს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო