ახალი ამბები
გუბერნატორის მოადგილე და ზუგდიდის მერი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია არასამთავრობო საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ წევრებს შეხვდნენ.
მისიის ხელმძღვანელმა სილვი გუსენსმა, გუბერნატორის მოადგილეს და მერს რეგიონში ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ფრანგული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ რეგიონში ტუბერკულიოზის რეზისტენტულ მკურნალობას იწყებს. ორგანიზაციამ დაავდების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში სამედიცინო ცენტრი გახსნა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ადგილობრივებს მოემსახურება.
შეხვედრის ბოლოს კახაბერ რუსიამ ორგანიზაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.