ახალი ამბები
ზუგდიდში ანდრია დადიანის და იაკობ გოგებაშვილის ძეგლები გაიხსნა
2016-02-11 17:21:00
ცნობილი მოჭადრაკის ანდრია დადიანის ძეგლი მისივე სახელობის სკვერში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია , საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ. ზუგდიდში დღესვე, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გახსნა. ნამუშევრების ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.



