სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა და ფოთის მერმა პროფესიული სასწავლებელი „ფაზისი“ დაათვალიერეს

2016-02-04 11:00:00

სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ პროფესიულ კოლეჯ "ფაზისის" სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

სტუდენტთა პროფესიებისა და სპეციალობების შერჩევა-დაუფლების პროგრამებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე სტუმრებს კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძე ესაუბრა.

პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი'' მრავალმხრივი მიმართულებისაა. კოლეჯში ეუფლებიან ბუღალტრის, მოლარის, საბაჟო დეკლარაციების სპეციალისტის, საბაჟო წარმომადგენლის, ოფისის მენეჯერის, ელექტრიკოსის, დურგლის, ძრავის შემკეთებლის, საკერავი მანქანის ოპერატორის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, თმის სტილისტის, სასტუმროს საქმის მწარმოებლის, გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიებს. გასულ სასწავლო წელს კოლეჯის ათასორასმა კურსდამთავრებულმა მიიღო სპეციალობა.

კოლეჯში მოქმედი ყველა სასწავლო-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან,როგორც პროგრამების შემუშავების,ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისით.

კოლეჯში სწავლა უფასოა, ის სახელმიფო დიპლომს გასცემს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო