სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

2014-08-10 09:28:00

ფოთის მუნიციპალიტეტში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა.  დღეს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე გიორგია მაშუკელმა,  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლად აშენებული შვიდი კორპუსი გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს. 
ბინების გადაცემის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის  მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალ საცხოვრებელ  კორპუსი ააშენა. შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ევროკავშირის მიერ 9 180101.99  ლარი იყო გამოყოფილი.
ფონდის დაკვეთით  სამშენებლო სამუშაოები ყველა  სტანდარტის დაცვით განხორციელდა.  თითოეულ კორპუსში 40 ბინაა ,  აქედან –   10 ერთოთახიანი და  30 ოროთახიანი.  შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჯამში 280 ბინიდან 20 ბინა სწორედ შშმ პირებს გადაეცემათ. ბინები  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების  სამინისტრომ გადაანაწილა და კენჭისყრა ჩაატარა.
სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა 350 ადამიანი იყო  დასაქმებული, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ. 
საცხოვრებელი კორპუსების  მშენებლობის  ფარგლებში მოხდა  სახლების  უზრუნველყოფა  საინჟინრო კომუნიკაციებით. ბინებში გაყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია,  გამართულია  საკანალიზაციო სისტემა. ყველა ოჯახში დამონტაჟდება: გამათბობელი სისტემა, ე.წ  „ კარმა“,  გაზქურა  და წყლის გამათბობელი ავზი.
პროექტით ასევე მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამონტაჟდა გარე განათება,   ბავშვებისთვის გაკეთდა 2 სკვერი.   თითოეულ კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები,   გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები,  გაიმართა სანიაღვრე სისტემები.   შესაბამისად ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს  და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „ზიმო“ აწარმოებდა.  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც აწარმოებს.  დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო