სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთს 2016 წელს განახლებული სანაპირო ზოლი ექნება

2016-02-03 15:38:00

ფოთის მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მალთაყვაში ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გამოყოფილია 4 მილიონ 180 ათასი ლარი ,საიდანაც 2015 წელს მილიონ 500 ათასი ლარი იქნა ათვისებული, 2016 წელს კი 2 მილიონ 680 ლარის სამუშაოები განხორციელდება.

მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერეს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა f r''-ის ფილიალი, პროექტირების შემდეგ, პირველი ეტაპის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. მიმდინარეობს  პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

პროექტის მიხედვით, მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო