სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში სპორტკომპლექსი მოეწყობა

2016-02-02 10:02:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში სპორტული კომპლექსი მოეწყობა. კომპლექსი მოემსახურება და უმასპინძლებს როგორც, ადგილობრივ, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს. აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და გამოავლენს სპორტული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს.

კომპლექსში განთავსებული იქნება:

✔ ფეხბურთის ორი ღია და ერთი დახურული მოედანი.
✔ საცურაო აუზი.
✔ კალათბურთის დარბაზი.
✔ ფიტნეს დარბაზი.
✔ კრივის დარბაზი.
✔ ბილიარდის დარბაზი.
✔ საკონფერენციო დარბაზი.
✔ საცეკვაო დარბაზი.
✔ ბავშვთა გასართობი ცენტრი.
✔ სამედიცინო პუნქტი.
✔ კვების ობიექტი.
✔ სველი წერტილი (საშხაპე, საპირფარეშო).
✔ სასტუმრო, როგორც სპორტსმენებისათვის, ასვევე სტუმრებისათვის.

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და შესაბამისმა სამსახურებმა სოფელ ზედაეწერში, იმ ყოფილი სპორტკომპლექსის შენობა დაათვალიერეს, რომლის სრული რესტავრაციაც იგეგმება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო